რეზონანსი
16.09.2019

 (რეზონანსი) საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ე.წ. „გახარიას წერილზე" შუამავალი არ არსებობს.

„საზოგადოდ, შუამავალი ამ პროცესში არ არსებობს. აქ ვართ მხარე მე და მამუკა და წერილი ჩვენ მივიღეთ - მე და მამუკამ, ამიტომ შუამავლის ძებნა არის დროის ფუჭი კარგვა, ის არ არსებობს", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ bm.ge-სთან.

გარდა ამისა, ბადრი ჯაფარიძემ ე.წ. გახარიას წერილის შინაარსზე და იქ არსებულ მოთხოვნებზეც ისაუბრა.

„თვითონ წერილი იყო კატეგორიულად მიუღებელი ჩემთვის, მისი შინაარსის პათოსით, იმიტომ რომ შეიცავდა მუქარას. იყო აბსოლუტურად აცდენილი მოთხოვნები ჩვენს შესაძლებლობებთან, tv "პირველთან" და "არტარეასთან" დაკავშირებით. მე ვფიქრობ, რომ "არტარეასთან" დაკავშირებით მოთხოვნა იყო განპირობებული იმით, რომ ოპოზიციურად განწყობილი ლიტერატურის წარმომადგენლები გამოდიან ხოლმე ამ არხზე. ეს იყო ალბათ „არტარეასთან" პრეტენზია, სხვას მე ვერ ვხვდები რატომ ნერვიულობდნენ „არტარეასთან" მიმართებით", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×