სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     (რეზონანსი) აქ კარგად ვართ უკრაინაში, კარგს ვჭამთ, კარგს ვსვამთ და კარგად შეიძლება მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ მართლა გული გახეთქვაზე მაქვს. გუშინაც მეკითხებოდნენ, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ რეალურად , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

    „მივმართავ ყველას, სახელწიფო პალატის წარმომადგენლებს, სამართალდამცავი სტრუქტურის წარმომადგენლებს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველას მივმართავ, რეალურად ახლა აქ წყდება საკითხი, ერთი პოლიტიკური პარტია, მეორე, მესამე, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც რიგში დგას და იძახის შემდეგი მე ვარო. არ მაინტერესებს ეს, საქართველო აღარ იქნება. გეგმაზომიერად მივყვეთ. ეს არის ის, რაც მინდა ჩვენ ყველას გვესმოდეს, სად ვართ. აქ კარგად ვართ უკრაინაში, კარგს ვჭამთ, კარგს ვსვამთ და კარგად შეიძლება მოვილხინოთ და ყველაფერი, მაგრამ მართლა გული გახეთქვაზე მაქვს. გუშინაც მეკითხებოდნენ, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ რეალურად.

    საქართველოს აქვს წარმოუდგენელი პოტენციალი. თქვენ რომ გიყურებთ, ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა მსოფლიოში, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ ამ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ არც სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების, ასეთი ფორმით, რასაც ისინი აკეთებენ. რუსებმა რაც ვერ შეძლეს 2008 წელს აკეთებენ 2019 წელს" - განაცხადა სააკაშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ***   (17.09.2019)
    ახლა შეგტკივა გული საქართველოზე, მსახიობო, შენ და ბიძაშენი ალასანია არ ლანძღავდით ქართველებს? თქვენ და თქვენი გადაგვარებული მომხრეები ალბად საქართველოს ქართველების გარეშე განიხილავთ "99 %–იანო ქართველო"

    sss   (17.09.2019)
    თუ რამე უბედურება ხდება საქართველოში შენი დამსახურებაა. აი როგორ ნერვიულობს თურმე–ჭამის მადაც კი არ დაუკარგავს. რუსებმა რაც უნდოდათ ის შეძლეს 2008 წელს შენი დამსახურებით, დემაგოგო, უკვე საკმაოდ კარგად გიცნონს ქართველი ხალხი, ვეღარ მოატყუებ, ძალიან კარგად გვახსოვს წაგებული ომი რომ გვაზეიმე ქვეყნის გამყიდველო.

    ხახვი   (17.09.2019)
    შენ რატომ მიეცი საბაბი 2008 წელს ქვეყნის გამყიდველო. ახლა გაქვს გული გახეთქვაზე? თუმცა თვითონვე აღიარებ რომ ჭამის მადა არ დაგიკარგავს საქართველოზე დარდით


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×