რეზონანსი
16.09.2019

 (რეზონანსი) ასპინძაში, ყირიმ-კონგოს დაავადებით, 30 წლის კაცი გარდაიცვალა. იგი ფერმერი იყო და სავარაუდოდ, დაავადებაც საქონლისგან გადაედო. გარდაცვლილის ოჯახის წევრები დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან - ინფორმაციას ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

ასპინძაში, ახალგაზრდა კაცი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების შედეგად, 13 სექტემბერს გარდაიცვალა.

როგორც ასპინძის ჯანდაცვის ცენტრში განმარტავენ, ყირიმ-კონგოს სიმპტომების შემდეგ, კაცმა ჯერ ახალციხის „იმედის" კლინიკას მიმართა, საიდანაც, სავარაუდო დიაგნოზით, თბლისში ინფექციურ საავადმყოფოში მოათავსეს. რამდენიმე დღიანი მკურნალობის შემდეგ პაციენტი გარდაიცვალა.

„სინჯები ლაბორატორიაში გასაგზავნად, ინფექციურ საავადმყოფოშივე აიღეს. ინფექცია სწრაფადპროგრესირებადი იყო და მალე გარდაიცვალა. ფერმა ჰქონდა, საქონელი ჰყავდა და, სავარაუდოდ, დაავადება მისგან ყირიმ-კონგოს ტკიპის მეშვეობით გადაედო, რადგან სწორედ საქონელია ამ დაავადების მატარებელი", - გვითხრა ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მზია პაპაშვილმა.

არსებობს თუ არა საშიშროება, რომ დაავადება ოჯახის წევრებსაც ჰქონდეთ, პაპაშვილის თქმით, შესაძლებელია. ამიტომ გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფ ნებირმიერ პირზე, მათ შორის ოჯახის წევრებსა და სამედიცინო პერსონალზე, დაკვირვებას აწარმოებენ.

„ჩვენ აღრიცხვაზე ავიყვანეთ ყველა ეს პიროვნება და ვაწარმოებთ ორკვირიან ზედამხედველობას. გაფრთხილებული გვყვავს, რომ თუკი ყირიმ-კონგოსთვის დამახასიათებელი ნებისმიერი სიმპტომი ექნებათ, დაუყოვნებლივ უნდა მოგვმართონ და დავიწყოთ დროული მკურნალობა", - ამბობს ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი მზია პაპაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×