სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.09.2019

     (რეზონანსი) ცხინვალის ებრაულ უბანში [ქალაქის ძველი ნაწილი], დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილბით მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაანგრიეს.

    შენობაში, რომელიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზნით გამოიყენებოდა, 1922 წელს პედაგოგიური სასწავლებელი იყო განთავსებული.

    შენობა ყველაზე მეტად 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, რის შემდეგაც საზოგადოებაში მის ნგრევაზე დისკუსიები დაიწყო. დე ფაქტო მთავრობა აცხადებდა, რომ შენობის კონსერვაციისთვის საჭირო თანხები არ ჰქონდა. მისი ნგრევის კატეგორიული წინააღმდეგი კი დე ფაქტო კულტურის განყოფილების ხელმძღვანელი, ნელი თაბოევა იყო.

    "ეს საუკუნის დანაშაულია. ბარბაროსობაა, სხვა სახელს ვერ დავარქმევ. ტყუილია, თითქოს, შენობა ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა დანგრეულიყო და ახლოს მცხოვრები მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა. ყოველგვარი ლაბორატორიული ექსპერტიზის გარეშე გამოიტანეს დასკვნა, რომ ინგრევა. სამი დღე აფეთქებდნენ და არ ინგრეოდა და თავისით როგორ დაინგრეოდა. ეს შენობა მხოლოდ კაპიტალურ რემონტს საჭიროებდა", - აცხადებს თაბოევა.

    მისივე ინფორმაციით, დანგრეული შენობის ნაწილები ნაგავსაყრელზე გააქვთ.

    დაუზუსტებელი ინფორმაციით, გამოთავსუფლებულ ტერიტორიაზე ცხინვალის მერიამ მოსახლეობას ავტოფარეხების აშენების ნებართვა მისცა.

    ნეტგაზეთი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×