სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     (რეზონანსი)თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პრეზიდენტის გადაწყვეტილება დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით, მიუღებელია.

    "ამაზე მე ერთხელ უკვე გავაკეთე განცხადება. რა თქმა უნდა, ჩემთვისაც მიუღებელია და მესმის საზოგადოების აღშფოთება. მე მგონია, რომ უნდა გადაიხედოს... მესმის, რომ ეს პრეზიდენტის უფლებამოსილებაა, მაგრამ საკონონმდებლო დონეზე უნდა მოხდეს გადახედვა. როგორც მოვისმინეთ, თვითონაც არის ამის ინიციატორი, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდეს შეწყალებასთან დაკავშირებით,"- განაცხადა კახა კალაძემ.

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილის, დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×