სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     (რეზონანსი)საქართველო არ არის ბანანის რესპუბლიკა, ექსპერიმენტების პოლიგონი, ან ფეოდალური სახელმწიფო, სადაც შეიძლება იყოს დირექტორი კრამერი და ბრაიზა. - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის" წევრმა ადა მარშანიამ პარლამენტში განაცხადა.

    ადა მარშანიამ აშშ-ის საელჩოსთან გამართულ „პატრიოტთა ალიანსის" აქციასა და მის მიზნებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

    „საპარლამენტო ტრიბუნიდან გვინდა გავაჟღეროთ ის მკაფიო გზავნილები, რომელიც გახმოვანდა „პატრიოტთა ალიანსის" აქციაზე ამერიკის საელჩოსთან, რომელიც არც ანტიამერიკული იყო და არც დესტრუქციული.

    ბატონი გია ვოლსკის ყურდღება მინდა მივიქციო. დაინახეთ ქართველი ხალხი და დადექით იქ, სადაც დგას ქართველი ხალხი და არა იქ, სადაც დგას და არიან მკვლელები, მწამებლები, მავნებლები და პროვოკატორები სააკაშვილების და ბოკერიების სახით. შეწყვიტეთ მათი მფარველობა, შეწყვიტეთ მათ მიერ შექმნილი ე.წ არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური დახმარება, სად არის აქ ანტიამერიკანიზმი. საქართველო არ არ არის ბანანის რესპუბლიკა, ექსპერიმენტების პოლიგონი, ან ფეოდალური სახელმწიფო, სადაც შეიძლება იყოს დირექტორი კრამერი და ბრაიზა. გასაოცარია, ბატონი ბრაიზა ჩამოდის საქართველოში და ლანძღვას თავისივე ქვეყნის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს", - განაცხადა ადა მარშანიამ.

    მისივე თქმით, საქართველოს ნატოში არ მიიღებენ არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად, არც მათ გარეშე, შესაბამისად უნდა დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება.

    „ყველას გვესმის, რომ დღეს არანაირად ჩვენ ნატო-ში არ მიგვიღებენ არც აფხაზეთ-ცხინვალთან ერთად, არც მათ გარეშე და უნდა დამთავრდეს ამ საკითხით სპეკულირება და უაღრესად მავნებლური განცხადებები, დებატები, კონფერენციები, თუ რა სახით მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ ნატო-ში. გავიგოთ, რომ ეს არის ყველაფერი მორიგი სატყუარა, ჩვენ ეს ე.წ დებატები და ეს ყველაფერი მხოლოდ ახალ საომარ მოქმედებებში ჩაგვითრევს. აქედან გამოსავალი სამხედრო მიუმხრობლობის პოლიტიკის გამოცხადება და გატარებაა და არა სამხედრო პოლიტიკურ ბლოკები, არა ბაზები, არა რაიმე სახის საერთაშორისო ცდები.

    ჰაერივით გვჭირდება ჩვენ დიალოგი აფხაზებთან, დიალოგი ოსებთან, დიალოგი რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენი უმძიმესი პრობლემის, ქვეყნის გამთლიანების პრობლემის დასაძრავად. თავად ჩვენმა საზოგადოებამ და ქართველმა ერმა გააკეთოს სწორი დასკვნა და ის ყოველთვის სწორ დასკვნებს აკეთებს", - განაცხადა ადა მარშანიამ.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    ИНЦИТАТУС   (17.09.2019)
    Калбатоно Маршаниа! Гамагебинет рас могвцемс русебтан диалги? Чвенс сахлебши давбрундебит? Ки маграм рогор? Титкмис квела сахли дакавебули аквт "дзма" афхазебс," дзма" сомхебс, дзма" гадамтиелебс. Ес дедакаци ам китхвебзе пасухс ар гамцемс, егеб винмем ицит пасухи.

    თემო   (17.09.2019)
    ნუ ჩხავი ერთი გადი გააჯვი მაგ რუსეთში თუ ეგრე ძაან გიყვარს. არ მოტყნა ტვინი

    მედეა   (17.09.2019)
    ქალბატონო ადა, ჩვენ კი გვჭირდება მათთან დიალოგი, მაგრამ იმათ ჭირდებათ? გამოთქვეს სურვილი? იქეთ შ ე ვ ე ხ ვ ე წ ო თ, ეთნიკური წმენდა ვინც ჩაგვიტარა--მოდი ვილაპარაკოთო? რა თემაზე უნდა ველაპარაკოთ მაგალითად რუსეთს?--ვუსაყვედუროთ რატომ მოგვექეცი ასეო?, აბხაზებს--რატომ გვიღალატე და შენივე ეთნოსი გადაშენების პირას მიიყვანე, რას მოიგებ კი ვნახავო? რას მოგვიტანს ეს ლაპარაკი? განა სასიკეთო რამეს ელოდებით მათგან? ან დათმობას, ან სიყვარულის გამომჟღავნებას, ან დანაშაულის აღიარებას? ჩემი აზრით, ფ უ ჭ ი ა მათთან უშედეგო საუბრების გამართვა. აქედან სასიკეთო არაფერი გამოვა, პირიქით-- ეშმაკი რუსეთი კიდევ რაღაც შარში გაგვხვევს.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×