სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    17.09.2019

     (რეზონანსი) 6 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

    დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.

    ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და პრეზიდენტს მიღებული გადაწყვეტილების გამო მწვავედ აკრიტიკებენ:

    "ქალბატონო პრეზიდენტო, სახელოვან პროფესორს და უბრალოდ, ძალიან კარგ კაცს გიორგი ოთხმეზურს გაუკეთეთ ეს? კაცს, რომელიც მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მხურვალედ გიჭერდათ მხარს და ტელეეთერებში კბილებით გიცავდათ, შვილის მკვლელი ციხიდან გაუთავისუფლეთ? მხარდაჭერისათვის სამაგიერო იმით გადაუხადეთ, რომ შვილი მეორედ მოუკალით?", - წერს ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში.

    ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რამდენიმეწლიანი სასამართლო დავის შემდეგ, უზენაესმა სასამართლომ ბეჟანიძე ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო.

    სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. თუმ­ცა, 2016 წლის 22 დე­კემ­ბერს,თბილისის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის, გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ასლან ბეჟანიძე უდანაშაულოდ ცნეს და სა­სა­მარ­თლო დარ­ბა­ზი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გა­და­წყვე­ტი­ლება პროკურატურამ სააპალაციოში გაასაჩივრა, თუმცა, ბეჟა­ნი­ძე სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­მაც უდანაშაულოდ ცნო.

    ამის შემდეგ დაზარალებულმა მხარემ საქმე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

    2018 წლის 2 მარტს ბეჟანიძე ისევ დააკავეს. ამავე წლის 29 მარტს კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, მას განზრახ მკვლელობისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის გამოყენებით შეუმცირდა და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის და 9 თვის ვადით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (6)
    ჩაწერა სახელი
    ლაშა ზევითური   (17.09.2019)
    ძაან მაინტერესებს ეს ქალბატო საერთოდ როგორ შეიძლება ამ თანამდებობაზე იჯდეს და ყავაში მარჩიელობით იწყალებდეს დამნაშავეებს. ეს ქალი საქართველოს სირცხვილია!! და საერთოდაც, აკაკი მაშინ ცოტათი შეცდა დიდი ფურთხის ღირსი სწორედ რომ ეხლაა საქართველო, ჩვენდა სამწუხაროდ.

    ss   (17.09.2019)
    ეს ქალი საქართველოს სირცხვილია

    თემო   (17.09.2019)
    მიეცით კიდე ხმები ქოცუნიებს და უკეთესს მიიღებთ :* მეტის ღირსი არ ხართ ვინც ქოცებს უჭერთ მხარს. დღე არ გადის ვინმე არ მოკლან, ძაან მაგარი აი ძაან. ყლეებო თქვენ

    ლინდა   (17.09.2019)
    ბ-ო გიორგი, დიდ უბედურებას გაუძელით და ღმერთმა ესეც გაგაძლებინოთ! რაც შეეხება ამ ფრანცუჟანკას, ქვეყნის დიდი სირცხვილია და ყველა სალანძღავია ვინც ამ ფრანგ პენსიონერკას მისცა ხმა. ხმას ვინ ჩივის ნაკერავზე სკდებოდნენ ეს უბედურები. ხოდა ხომ შეგრჩათ ქალი, რომელიც მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე, ჩაცმაზე, სამკაულებზე, გართობებსა და მოგზაურობებზე ფიქრობს. რა ენაღვლება, მოიარა უამრავი ქვეყანა, ხვდებიან პატივით, სუფრით, პასუხობს ღრეჭვით, კარგად ატარებს დროს, სხვა არაფრის გამკეთებელია! ჟურნალისტების არც ერთ კითხვას არ პასუხობს, კარგად იცის ერთ წინადადებაში ათ შეცდომას დაუშვებს, ხოდა მიდი , მოვდივარ! და ბოლოს, რაც დაიმსახურეთ ის მიიღეთ "მეტად ჭკვიანო და გამორჩეულო" ერო!

    მედეა   (17.09.2019)
    ბედნიერ ვარსკვლავზე ყოფილა ეს გარეწარი დაბადებული. ყველა სასამართლო მას ამართლებდა. ხალხს ეზიზღება ყველა მ კ ვ ლ ე ლ ი. შეწყალებული იქნება ის, თუ სასამართლოსგან გამართლებული--ბატონ გიორგი ოთხმეზურს ვუდგავართ ყველანი გვერდში და გულით ვამხნევებთ მას. გარეწარია ყველა მკვლელი და ს ა მ უ დ ა მ ო დ დასაგმობი--ციხეში იქნება თუ ციხის გარეთ,პრეზიდენტი კი ძალიან ცდება, როცა ხელს აწერს მკვლელის შ ე წ ყ ა ლ ე ბ ა ზ ე.

    lekso kutaisi   (17.09.2019)
    es kali klea es prezidentikikara klis mcoveli hatlaxia gandonzze camosancmelia


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×