რეზონანსი
17.09.2019

 (რეზონანსი) "ქართლის ქარის ელექტროსადგური" საჯარო აუქციონზე გაიყიდება, საწყისი ღირებულება 14 250 000 დოლარია. სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" ოფიციალური ინფორმაციით, ფონდი და სს "საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია", აცხადებენ საჯარო აუქციონს შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის" კაპიტალის 100%–იანი წილის გასხვისების მიზნით. აუქციონი მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გაიმართება.

" შპს ქართლის ქარის ელექტროსადგურთან" დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის დოკუმენტაციის მიღების მიზნით, დაინტერესებულ პირებმა უნდა წარმოადგინონ განცხადება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცნობის შესახებ არაუგვიანეს 2019 წლის 31 ოქტომბრის 18:00 საათისა," აღნოშნულია სს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×