სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

     "ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია აცხადებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ძმებ ყარამანაშვილებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში, შპს „ტვ საქართველოს“ მფლობელი, ნიკოლოზ ნაყოფიაც გაასაჩივრებს:

    „რა თქმა უნდა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას დიდ პალატაში აუცილებლად გავასაჩივრებთ და ეს ჩვენი ოჯახის აზრია. სტრასბურგის სასამართლოს დიდ პალატაში, გასაჩივრების ვადა ოქტომბერში იწურება და ,ბუნებრივია, მანამდე გასაჩივრდება.

    სხვათა შორის, განცხადებაში, რომელიც მედიაში გავრცელდა, აღნიშნული იყო, რომ ძმები ყარამანაშვილები და შპს „ტვ საქართველო“ აპირებენ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების დიდ პალატაში გასაჩივრებას. მართალია, ჩემი შვილი, ნიკოლოზ ნაყოფია „რუსთავი 2“-ის წილს არ ფლობდა, მაგრამ სამაგიეროდ, „ტვ საქართველოა“ ამ ტელეკომპანიის მფლობელი, ხოლო შპს „ტვ საქართველოს“ ნიკოლოზ ნაყოფია ფლობს“, - აცხადებს ნაყოფია.

    (ჰოთნიუსი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×