რეზონანსი
18.09.2019

"რუს­თა­ვი 2"-ის მთა­ვარ სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბას ნინო შუბ­ლა­ძე და ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი წა­იყ­ვა­ნენ. 9-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე აქ­ტი­უ­რად სწო­რედ ეს ორი სახე გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი სა­ვა­რა­უ­დოდ, უხელ­მძღვა­ნე­ლებს "რუს­თა­ვი 2"-ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურ­საც. ის ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა პა­ა­ტა სა­ლი­ამ წა­რად­გი­ნა.

მ­ნა­იშ­ვი­ლი წლე­ბის წინ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მზე­ში" მუ­შა­ობ­და, შემ­დეგ კი რამ­დე­ნი­მე წლის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ლონ­დონ­ში ცხოვ­რობ­და და ტე­ლე­კომ­პა­ნია BBC-ში მუ­შა­ობ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა ნინო შუბ­ლა­ძეს, არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის "რუს­თა­ვი 2"-ში ერთ-ერთ ხელ­მძღვა­ნელ პოსტსაც და­ი­კა­ვებს. შუბ­ლა­ძე "რუს­თა­ვი 2"-ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და, იყო არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე, სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თოქ-შოუს წამ­ყვა­ნი. ტე­ლე­კომ­პა­ნია 2014 წელს და­ტო­ვა და მას შემ­დეგ სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში მუ­შა­ობ­და.

(ამბები)

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×