რეზონანსი
18.09.2019

  რუსთავში გარდაცვლილი 18 წლის გოგონას ბებია ფლორა შენგელია აცხადებს, რომ მის შვილიშვილს, ცხვირის ოპერაციამდე ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა და სრულიად ჯანმრთელი იყო.

„ყველანაირი გამოკვლევა ჩატარებული ჰქონდა. ექიმს უთქვამს, რომ ასეთი ჯანმრთელი ადამიანი ჩემთან არ შემოსულაო. მერცხალი გოგო იყო. არანაირი გულის პრობლემა არ ჰქონდა", - განაცხადა ფლორა შენგელიამ „ინტერპრესნიუსთან" საუბარში.

რაც შეეხება ოჯახის წევრების ვარაუდს, თუ რას შეიძლებოდა გამოეწვია 18 წლის გოგონას გარდაცვალება, ბებია ამბობს, რომ მიზეზი ნარკოზის დიდი ოდენობით გაკეთება იქნებოდა.

„დიდი დოზა ნარკოზის ბრალია. ოპერაცია არ იყო დაწყებული, იქამდე გარდაიცვალა", - განაცხადა ფლორა შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 18 წლის გოგონა ცხვირის ოპერაციამდე, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×