რეზონანსი
18.09.2019

  სპეკულაციები ჩემს საპარლამენტო მდივანზე, თუ ვინმე სხვაზე ჩემს ადმინისტრაციაში, უნდა დამთავრდეს, რამეთუ მე მივიღე გადაწყვეტილება, მე ვარ პასუხისმგებელი და არ მჩვევია, რომ ვინმე სხვაზე გადავიტანო ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, სადაც პატიმართა შეწყალების საკითხზე განმარტება გააკეთა.

ზურაბიშვილის თქმით, მან გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო და მისი საპარლამენტო მდივანი დიმიტრი გაბუნია პროცესში ჩართული არ ყოფილა.

„იყო ძალიან ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანების ჩარევაზე ამ გადაწყვეტილებებში, მათ შორის ნახსენები იყო ჩემი საპარლამენტო მდივანი, რომელიც არც კომპეტენციით და არც არანაირად არ იყო ამ პროცესში ჩართული. მისგან არც არანაირი რჩევა მიმიღია და არც თვითონ არავის უკითხავს მისთვის, რას ფიქრობდა რომელიმე გადაწყვეტილებაზე. ასე რომ, ეს არ არის მისი კომპეტენცია და არ შეიძლება, რომ არეული იყოს, მითუმეტეს ეს ეხება ყოფილ ადვოკატს. ეს გამორიცხულია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

წყარო: ინტერპრესნიუსი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×