სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

      მოკლული დავით ოთხმეზურის მამა, ისტორიკოსი გიორგი ოთხმეზური შვილის მკვლელობისთვის გასამართლებული, ასლან ბეჟანიძის შეწყალებას ეხმიანება.

    როგორც მან „2020NEWS-ს განუცხადა, ის ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს, თუმცა ამბობს, რომ პრეზიდენტი უვარგისია.

    "ამ საკითხზე ინტერვიუს არ ვიძლევი, თუმცა ძალიან მოკლედ გეტყვით, რომ სალომე ზურაბიშვილი არის უვარგისი ადამიანი და მეტის თქმას არ ვაპირებ", - განაცხადა გიორგი ოთხმეზურმა.

    ცნობისთვის, მარიამობის დღესასწაულისთვის 34 პატიმრის შეწყალება სალომე ზურაბიშვილის მიერ ხმაურიანი აღმოჩნდა.

    ერთ-ერთი შეწყალებული რამაზ დევაძე ბათუმელი პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

    ამ ფაქტის გახმაურებას კი პრეზიდენტის მიმართ მწვავე კრიტიკა მოჰყვა, როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე პოლიტიკურ წრეებში.

    ოპოზიციამ ზურაბიშვილს კრიმინალების პრეზიდენტი უწოდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილება მიუღებელი და პასუხგასაცემია მმართველი გუნდისთვისაც.

    პოლიციელის მკვლელის შეწყალების გამო კრიტიკა არ დამცხრალა, როცა მორიგი სკანდალური ინფორმაცია გავრცელდა.

    16 სექტემბერს საზოგადოებამ შეიტყო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

    დღეს ცნობილი გახდა კიდევ ერთი შეწყალებული პირის ვინაობა, გაირკვა, რომ შეწყალებულ პირს ციხეში არც ერთი დღე არ გაუტარებია და ის ძებნილია.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (4)
    ჩაწერა სახელი
    სიმართლე   (18.09.2019)
    გეთანხმები ბატ.გიორგი რომ უვარგისი ქალია,ეს ჩვენ თავიდანვე ვიცოდით ,აი მაშინ,როცა თქვენ და თქვენნაირები ვარგისიანად თვლიდით!!!სწორე იქნება თქვენს უვარგისობასაც რომ გაუსვათ ხაზი,აქლემმა რომ დაიჩოქა ახლა მიხვდით ხომ???

    ზურა   (18.09.2019)
    ეხლა გახდა უვარგისი??? არჩევნების წინ კარგად დარბოდით ტელევიზიებში მხარდამჭერად, ასეა ეს ცხოვრება ბუმერანგივით არის

    ლინდა   (18.09.2019)
    რა ამაზრზენი დედაკაცია , გულისამრევი! გული მტკივა,როგორი დიდი უბედურება გადაიტანა ამ ადამიანმა, ასეთი უპასუხისმგებო არსებების გამო, წარსულში თუ დღეს!

    lekso kutaisi   (18.09.2019)
    salome hen dedas heveci he xronco klis mcovelo


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×