სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

      „ქართული ოცნების" წევრები პრეზიდენტისგან განმარტებებს მოითხოვენ, თუ რის საფუძველზე შეიწყალა მან განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული პირები. მათი განცხადებით, შეწყალების მექანიზმი ისე უნდა დაიხვეწოს, რომ სამომავლოდ მსგავსი დანაშაულის ჩამდენი პირები აღარ შეიწყალონ. დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი კი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაასაბუთოს კიდეც, თუ რატომ შეიწყალა განზრახ მკვლელობაში ბრალდებულები.

    „ჩემთვის გაუგებარია ქალბატონი სალომეს გადაწყვეტილება შეწყალებასთან დაკავშირებით. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის და „ოცნების" გუნდის წევრისთვის, მიუღებელია პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებულის შეწყალება. არსებობს კითხვები და ჩემი აზრით, თუ ეს ქალბატონ სალომეს ვიღაცამ მოუწყო და „გაუჩალიჩა" (და მინდა მჯეროდეს, რომ პრეზიდენტს „გაუჩალიჩეს"), მაშინ, მან უნდა განმარტოს - ვინ იყო ეს პირი. თუ არადა, მან უნდა გააკეთოს განცხადება - რას ეფუძნებოდა ეს შეწყალებები", - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

    პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 18 სექტემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საპარლამენტო მდივან დიმიტრი გაბუნიას ნაცვლად ბრიფინგი თავად გამართა და განაცხადა, რომ წესების ცვლილებამდე პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.

    ბოლო დღეების განმავლობაში პრეზიდენტ ზურაბიშვილს 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსჯავრდებულების შეწყალებასთან, კონკრეტულად კი რამდენიმე მსჯავრდებულის შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ.

    საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე. მმართველი გუნდი და ოპოზიცია პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ამ საკითხის ირგვლივ დამატებით განმარტებებს მოითხოვენ.

    მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა სულ 34 მსჯავრდებული, მათ შორის 1 არასრულწლოვანი და 8 ქალი შეიწყალა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ შეწყალებულთა შორის ერთ-ერთი პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულიც იყო, რასაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა. 29 აგვისტოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ ფაქტის განმარტებას არ აპირებს, რადგან შეწყალება მისი დისკრეციული უფლებაა.

    სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტების შემდეგ, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მოქმედი შეწყალების კომისია რამდენიმე წევრმა დატოვა. მაშინ ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კომისიის დაკომპლექტებაზე მუშაობა დაიწყეს, თუმცა ჯერჯერობით კომისია არ მოქმედებს. კრიტიკის ფონზე 6 სექტემბერს სალომე ზუაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების გამოყენების უფლება დროულად დაიხვეწოს.

    2019 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ შეწყალების კომისია იუსტიციის სამინისტროში გადავა.

    წყარო: იმედი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (5)
    ჩაწერა სახელი
    სიმართლე   (18.09.2019)
    თუ გაუჩალიჩა,მაშინ დაიწყეთ გამოძიება და გვითხარით ,ვინ არის ის"გამჩალიჩებელი",რა მიზნებით გაუჩალიჩა,აიღო თუ არა "გამჩალიჩებელმა"ქრთამი თუ ნათესაური სიყვარული ამოძრავებდა და ა.შ.გაიგე უტვინო გამპრავებელოოო???

    ИНЦИТАТУС   (18.09.2019)
    Самагиерод тквен гагвичаличет чвен Саломе

    თემო   (18.09.2019)
    გაუჩალიჩესო :ფდდდდდ რა ყლე უნდა იყო ასე რო იფიქრო :დდდ ქალი პრეზიდენტია, მმართველი პარტიის პროსტიტუტია, ასე თუ ისე გამოცდილია თავის საქმეში და გაუჩალიჩესო :დდდ სააკაშვილი ადგა თვავზე და ძალით მოაწერია ხელი კრიმინალების გათავისუფლებაზე. ყლეები ხართ ხალხო შეიგნეთ ყლეები ხართ ესენი რო აირჩიეთ

    Tea   (18.09.2019)
    Am lindas sakme ara gaakvs mteli dge yaraulad zixar alergia makvs sheni nasi saxelis danaxva rezonansis gaxsna agar minda yvelapershi rom echxirebi rogor getyoba xelshi gazetis rom ar agighia asi prosentit gauchaliches tvenairebma mtrebma magis ganatlebastan ver mixvalt axlos satanebo

    ლინდა   (18.09.2019)
    მორჩით გაპრავებაა სინდისგარეცხილო ვირთხა ქოცებო! თქვე არარაობებო არა გრცხვენიათ მაინც, ერთიანად, რომ გაგიჟდით და მთელ საქართველოში გიჟებივით დარბოდით, რა ხერხი არ გამოიყენეთ, რომ ეს ტვინშეზღუდული არსება მოგეთრით! დღეს ეს ქალი ხან ევროპის ქვეყნებში გულაობს, ხან საქართველოს ღირშესანიშნავ ადგილებში. მაინტერესებს ეს დებილი ქალი სხვა რითია დაკავებული საერთოდ???.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×