სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

      რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გარდაცვლილი გოგონა 18 წლის იყო. ის სამეგრელოში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო პერიოდში საცხოვრებლად თბილისში ბებიასთან გადმოვიდა.

    გოგონას მშობლები რუსეთში ცხოვრობდნენ და საქართველოში ახლა ბრუნდებიან.

    „პრაიმტაიმი" გარდაცვლილის ბებიას ესაუბრა, რომელიც ამბობს:

    „დაქალმა გაიკეთა ძგიდის ოპერაცია რუსთავში და ამის შემყურე მანაც გადაწყვიტა რუსთავში წასვლა. ვეხვეწეთ ჩვენც წამოგყვებითთქო, მაგრამ დასთან და შეყვარებულთან ერთად წავიდა. სახსალამათი ბავშვი გავუშვით ექიმთან და მიცვალებული დაგვიბრუნდა", - ამბობს გარდაცვლილის ბებია „პრაიმტაიმთან" საუბარში.

    მისივე თქმით, გადაწყვეტილებას ექიმების წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შესახებ ოჯახი მას შემდეგ მიიღებს, როდესაც მშობლები საქართველოში ჩამოფრინდებიან.

    რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილის, დავით გოგოძის განცხადებით, ის ექიმის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.

    „ანაფლიაქსიური (მძიმე ალერგიული) შოკი გამოიწვია იმ მედიკამენტმა, რომელიც იქნა შეყვანილი და მაშინვე განვითარდა. კვლევები და სინჯები ჰქონდა ჩატარებული. ამის გარეშე ოპერაციას არავინ არსად არ იწყებს მსოფლიოში. ეს ისეთი მიღებული წესია, რომ ამის გარეშე არ ხდება. მაგრამ ეს რომ იყოს გარანტია ანაფლიაქსიური შოკი არ განვითარდებოდა და არ იქნებოდა ეს გართულება საოპერაციო დარბაზებში. გეგიური ოპერცია უკეთდებოდა ყელ-ყურის ექიმის მიერ... სამწუხაროდ გართულება არის ძალიან მძიმე, რაც შეეხება რა და როგორ, ამ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, არავის არ დაუმალავს ეს ფაქტი", - განაცხადა დავით გოგოძემ.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×