რეზონანსი
18.09.2019

 

„სანამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ტოტალიზატორები და კაზინოები არ დაიკეტება, ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ იქნება,"-ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი,"ტოიოტა ცენტრი თბილისის" დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი, NDI-ს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა 63 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა ცუდია და ამაში პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

როგორც გურჩიანი აცხადებს, საქართველოში სათამაშო ბიზნესი მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

„ქართველები აღმოვჩნდით როგორი ხალხი იცით? ორ კაპიკს იშოვიან და გარბიან ტოტალზიატორში, ჰგონიათ, რომ გაასამმაგებენ მოგებას, მაგრამ ასე არ ხდება. იმიტომ არის, რომ დაიღუპა მთელი საქართველო. მე რომ ვიყო სახელმწიფოს მეთაური, ერთი ხელის მოსმით, ერთი ბრძანებით ავკრძალავდი ქართული პირადობის მოწმობით კაზინოში და ტოტალიზატორში შესვლას. გამოთავისუფლებული ფული საქართველოს ეკონომიკაში დარჩება. დღეს ტოტალიზატორის ფული საზღვარგარეთ გადის იმიტომ, რომ მათ უმეტესობას უცხოელი მფლობელი ჰყავს. ეს არხი დასაკეტია"-აცხადებს გურჩიანი.

წყარო: კომერსანტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×