სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

      მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მკვლელობაში მსჯავრდებულ რამდენიმე პირთან ერთად საქართველოს პროკურატურის მიერ ოფიციალურად ძებნაში მყოფი გელა გოგოლაძეც შეიწყალა.

    „პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მას საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით დაუსწრებლად 4,6 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

    გოგოლაძე შპს „ჰორიზონტის" დირექტორი გახლდათ, რომელმაც წინა ხელისუფლების დროს ჯანდაცვის სმაინისტროს შენობის რეკონსტრუქცია განახორციელა, ბრალად კი 140 000 ლარის მითვისება წარედგინა.

    ძებნაში მყოფმა ბრალდებულმა „პრაიმტაიმის" სტატიიდან შეიტყო, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა. ის ამჟამად დიდ ბრიტანეთში ცხოვრობს. ჩვენ გელა გოგოლაძეს ტელეფონით ვესაუბრეთ. მისი თქმით, რამდენიმე ხნის წინ ინტერპოლმა მასზე საერთაშორისო ძებნა შეწყვიტა, ბრიტანეთმა კი მოქალაქეობა მიანიჭა.

    „რასაც წერთ პრინციპში შორიდან ასე ჩანს, მაგრამ ეს ყველაფერი (სისხლის სამართლის საქმე - ავტ.) არის შეთითხნილი მიშას პროკურატურის მიერ. პირიქით, შევიტანე სარჩელი ერთ-ერთი სახელმწიფო უწყების მიმართ, რომელსაც ჩემი კომპანიის ვალი აქვს 1 800 000 ლარის ოდენობით... როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ვარ ძებნილი და ქვეყნიდან ქვეყანაში ჩვეულებრივ გადავადგილდები?! მაქვს ბრიტანეთის მოქალაქეობა. ეგ საქმე თავად ბრიტანულ მხარეს აქვს დეტალურად შესწავლილი და არანაირი დანაშაულის კვალი არ არსებობს. გარდა ამისა, ინტერპოლმა ოფიციალურად გააუქმა ჩემს მიმართ ძებნა და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს გადმოგიგზავნით", - ამბობს „პრაიმტაიმთან" საუბრისას გელა გოგოლაძე.

    მისი თქმით, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით თავად მიმართა და შეწყალების აქტის სპეციფიკიდან გამომდინარე მოუწია „დანაშაულის გარკვეულწილად აღიარება".

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×