სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

      ავარია ბიოლოგიური იარაღის ზესაიდუმლო სამთავრობო კვლევით დაწესებულებაში - ბრწყინვალე სცენარია აპოკალიფსური ფილმისთვის. სამწუხაროდ, ორი დღის წინ რუსეთში სწორედ ეს მოხდა.

    ოკეანეებში ამ დრომდე უცნობი 200 000 ვირუსი აღმოაჩინეს

    მსგავსი: ოკეანეებში ამ დრომდე უცნობი 200 000 ვირუსი აღმოაჩინეს

    16 სექტემბერს, ქალაქ ნოვოსიბირსკიდან 20 კილომეტრში მდებარე სამეცნიერო ქალაქ კოლცოვოში, ვირუსოლოგიისა და ბიოტექნოლოგიის სახელმწიფო კვლევით ცენტრ „ვექტორში" ბუნებრივი აირის ფეთქება მოხდა.

    მსოფლიოში სულ ორი კვლევითი ცენტრია, სადაც ყვავილის გამომწვევ ვირუსებს, ვარიოლას ინახავენ. ერთ-ერთი სწორედ ეს ცენტრია. მეორე ცენტრი აშშ-ში, ატლანტაში მდებარეობს და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრს ეკუთვნის.

    რუსული საინფორმაციო სააგენტოს, „ინტერფაქსის" ცნობით, „ვექტორის" შენობის მეხუთე სართულზე გაზის აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. დაიწვა დაახლოებით 30 კვადრატული მეტრის ფართობი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

    აფეთქება სამეცნიერო ცდებთან კავშირში არ იყო და სავარაუდოდ, სანიტარული და სადეზინფექციო ზონის რემონტისას მოხდა. როგორც სამეცნიერო ქალაქის მერმა, ნიკოლაი კრასნიკოვმა „ინტერფაქსს" განუცხადა, ხანძრის ადგილი აქტიურ გამოყენებაში არ იყო და შესაბამისად, იქ არც საშიში ბიოლოგიური მასალები ინახებოდა.

    ებოლა დაბრუნდა - რით განსხვავდება ახალი ეპიდემია 2014 წლის შემთხვევისგან

    მას შემდეგ, რაც ინციდენტი თავად ინსტიტუტმა დაადასტურა, ამბავმა მთელი მსოფლიო მოიცვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა ფედერალურმა საგამოძიებო ორგანოებმა დაიწყეს.

    ამბის გავრცელების შემდეგ, ინტერნეტმომხმარებელთა დიდი ნაწილი სრულმა პანიკამ მოიცვა. ამის მიზეზი ძირითადად მედიაში გამოჩენილი პროვოკაციული სათაურები გახდა. მრავალი მედიასაშუალება წერდა, რომ აფეთქების შედეგად შენობის ყველა ფანჯარა ჩაიმსხვრა. სინამდვილეში კი, „ინტერფაქსი" მხოლოდ რამდენიმე ფანჯრის ჩამსხვრევას იუწყებოდა.

    „ვექტორი" ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი დაწესებულებაა თავის დარგში და ეს უზარმაზარი ცენტრი მოიცავს რამდენიმე შენობას, რომლებშიც 1600 ადამიანი მუშაობს ბიოლოგიურ კვლევებზე. ეს კვლევები ყვავილის ვირუსების გარდა გაცილებით მეტ სხვა მასალას მოიცავს.

    ლამების წყალობით, შესაძლოა, მალე ყველა ტიპის გრიპის უნივერსალური ვაქცინა შეიქმნას

    უკიდურესად მცირე ჩანს იმის შასი, რომ აფეთქების შედეგად საშიში ვირუსები გარემოში გავრცელებულიყო. არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ საშიში სინჯარების ცეცხლში მოხვედრის შემთხვევაში, მიკრობები აუცილებლად დაიწვებოდა.

    ნაკლებად სავარაუდოა ბიოტერორიზმის სცენარიც. ყვავილი უკიდურესად გადამდებია, მაგრამ პირველი დაავადება გახდა, რომელიც პლანეტიდან სრულიად ამოვძირკვეთ.

    თუმცა, ძლიერი დავის საგანია თავად ის გადაწყვეტილება, რატომ მიეცა ცენტრს ყვავილის ვირუსის შენახვის შესაძლებლობა, რადგან არის შანსი, რომ დნმ-ის კვლევების შედეგად შესაძლებელი გახდეს ამ ვირუსის სინთეტიკური ვერსიის გამოყვანა.

    ამ ამბის გამწვავებას ალბათ იმანაც შეუწყო ხელი, რომ ჯერ კიდევ ყველას ახსოვს სულ რაღაც ერთი თვის წინ მომხდარი საიდუმლოებით მოცული აფეთქება რუსეთის ბირთვული იარაღის საცდელ ცენტრში.

    გარდა ამისა, იდუმალებით მოცულის რეპუტაცია აქვს თავად „ვექტორსაც". ის 1974 წელს დაარსდა, როგორც ბიოლოგიური იარაღის კვლევის სამთავრობო დაწესებულება. იქ ინახება ებოლას, ფრინველის გრიპის, ციმბირის წყლულისა და სხვა ვირუსების შტამები. 2004 წელს ვექტორის ერთ-ერთი თანამშრომელი მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც შემთხვევით, საკუთარი თავი ებოლათი დაიინფიცირა.

    უნდა აღინიშნოს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყვავილის ვირუსის შენახვის უფლებას მხოლოდ „ვექტორს" აძლევს, რადგან ამ დაწესებულების ბიოუსაფრთხოების დონე მსოფლიოში ყველაზე მაღალია.

    წყარო: 1TV.ge

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×