რეზონანსი
18.09.2019

 (რეზონანსი)საქართველოში ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურზე დიზელის საწვავის ფასის ზრდა შეინიშნება.

"პრაიმტაიმის" ინფორმაციით, ფასების ზრდა დაახლოებით 2-6 თეთრია.

ძირითადად ფასებმა ვისოლის და გალფის ბენზინგასამართ სადგურებზე მოიმატა.

ნავთობ პროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით ერთი ლიტრი ევროდიზელი სხვა კომპანიებთან შედარებით თითქმის ათი თეთრი ღირს და შეადგენს 2 ლარს და 77 თეთრს, სხვა სადგურებზე კი აღნიშნულ საწვავზე ფასი 2.60 ლარიდან 2.66 ლარამდე მერყეობს.

ბენზინზე და თხევად გაზზე ფასების ზრდა არ მომხდარა.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×