სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.09.2019

     (რეზონანსი)პრეზიდენტის მიერ შეწყალებული დავით ოთხმეზურის მკვლელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, „პრაიმტაიმი" მის ბიძაშვილს ქეთი წიქვაძეს დაუკავშირდა.

    როგორს ის ჩვენთან საუბარში ამბობს, ამ ფაქტით შოკირებულია და ვერ ხსნის, რატომ შეიწყალა პრეზიდენტმა 18 წლის ბიჭის მკვლელი.

    „2 დღის წინ გავიგეთ ყველამ, ძალიან მოულოდნელი იყო, 12 წლის განმავლობაში ეს ბიჭი გარეთ იყო და მისი დევნა მიმდინარეობდა, ბოლოს 9 წელი მიუსაჯეს და რატომ გადაწყვიტა პრეზიდენტმა, რომ 18 წლის ბიჭის მკვლელი შეწყალებით გამოვიდეს მე ჯერ ვერ ამოვხსენი და ვერც მის დღევანდელ განცხადებაში ვერ გამოვიტანე აზრი", - ამბობს ქეთი წიქვაძე.

    მისი თქმით, მისი ოჯახიც გაკვირვებულია.

    „ჩემი ოჯახიც იგივეს ფიქრობს, ყველა ვართ გაკვირვებულები და შოკირებულები".

    შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული, ასლან ბეჟანიძე შეიწყალა.

    პროფესორ გოგი ოთხმეზურის შვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული, ასლან ბეჟანიძე ბოლო 12 წლის განმავლობაში იძებნებოდა. საბოლოოდ მისი დაკავება მოხერხდა თუმცა საპატიმრო წელიწადნახევრის შემდეგ დატოვა.

    დავით ოთხმეზური 2004 წელს პეკინის და მიცკევიჩის ქუჩების კვეთაზე მოკლეს.

    უზენაესმა სასამართლომ ასლან ბეჟანიძე დავით ოთხმეზურის მკვლელობაში დამნაშავედ გასულ წელს ცნო და მას 9 წლისთ ავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

     

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    თემო   (19.09.2019)
    რატო შეიწყალა და ყლე ქოც ამომრჩევლებს კითხეთ


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×