რეზონანსი
19.09.2019

 როგორც რუსთავში გარდაცვლილი 19 წლის გოგონას საქმრომ განაცხადა, გოგონა ნარკოზის გაკეთებამდე თავს კარგად გრძნობდა და ჯანმრთელობისათან დაკავშირებითაც არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

გარდაცვლილი 19 წლის მარიამ სალაყაია წარმოშობით სენაკის რაიონის სოფელ მენჯიდანაა, თუმცა იგი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი იყო და  დროებით თბილისში, ბებიასთან ცხოვრობდა. "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, გოგონამ ცხვირის ოპერაციის რუსთავში გაკეთება, მეგობრის რჩევის საფუძველზე გადაწყვიტა.

"ბავშვი მოგვიკლეს, 19 წლის უმწიკლო ბავშვი. დაჩეხეს ბავშვი და მოკლეს. ცხვირის ძგიდის გამო ვერ სუნთქავდა და ამიტომ მოვიდა აქ", - აცხადებს ფლორა შენგელია.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც გოგონას გარდაცვალების შესახებ მისმა საქმრომ შეიტყო, ახალგაზრდა კაცმა თვითდაზიანებები მიიყენა და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×