სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

     ვიტალი საფაროვის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გიორგი სოხაძის დედა, ელენე გოქსაძე, რომელიც ამ მკვლელობიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ, პირველად ალაპარაკდა. მისი თქმით, არავინ უარყოფს, რომ გიორგი იყო მკვლელობის ადგილზე, მაგრამ მკვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია და მისი ერთადერთი დანაშაული, რისთვისაც პასუხი უნდა აგოს, დანაშაულის პოლიციისათვის შეუტყობინებლობაა. სოხაძეს თავდაპირველად ბრალი სწორედ ამ მუხლით წაუყენეს.

    „მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ვიტალის ოჯახს, იმიტომ, რომ აქამდე ეს ვერ შევძელი. სასამართლოს დარბაზთან ამ სიტყვების სათქმელად მათთან ვერაფრით მივიდოდი და ვერც საჭირო სიტყვებს მოვძებნიდი. ახლაც მიჭირს რამის თქმა. და მეორე - ჩვენ ძალიან გაუგებარ ვითარებაში აღმოვჩნდით, იმიტომ, რომ ჩემი შვილისთვის არასოდეს ყოფილა უცხო განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებთან ურთიერთობა და მეგობრობა ან მათი პატივისცემა. მამაჩემი ნახევრად აზერბაიჯანელია. გვყავს ებრაელი, რუსი, აისორი მეგობრები. ის ასეთ გარემოშია გაზრდილი და ვერ დავიჯერებ, რომ გიორგიმ ვინმეს ამ მიზეზით რამე დაუშავა. ჩვენც გვაქვს ჩემი ვარაუდები, რაზეც გვინდა ვილაპარაკოთ“, - განუცხადა რადიო "თავისუფლებას" ელენე გოქსაძემ.

    25 წლის უფლებადამცველი, ვიტალი საფაროვი 2018 წლის 30 სექტემბერს, დიუმას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის დროს მოკლეს. 2019 წლის ზაფხულში კი, ავთანდილ კანდელაკიშვილსა და გიორგი სოხაძეს საქალაქო სასამართლომ 15-15 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა -მოსამართლე შორენა გუნცაძემ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თანაც ჯგუფურად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×