სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

      ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე მხარეები პოლიციამ დაადგინა. ქალი კი, რომელიც გამყიდველმა სცემა, ამ დრომდე კლინიკაში რჩება. ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში ამბობენ, რომ დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვს მიყენებული.

    „40 წლამდე ქალს კომპიუტერული ტომოგრაფიით ტვინის შერყევა დაუდგინდა. რჩება კლინიკაში და განაგრძობს მკურნალობას. როდის გავწერთ, ეს მდგომარეობაზეა დამოკიდებული", -გვითხრა კლინიკის დირექტორმა ხათუნა კეკელაშვილმა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისხმობს.

    „ინციდენტში მონაწილე ორივე პირს გუშინვე მივაგენით. გრძელდება გამოკითხვები და საგამოძიებო მოქმედებები", - გვითხრეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

    ინციდენტი 18 სექტემბერს, ძველი ბაზრის მიმდებარედ მოხდა. გამყიდველმა ქალმა მყიდველი ქალი სცემა, რის შემდეგაც ქმართან ერთად ტერიტორია დატოვა და ხილ-ბოსტნეული მიატოვა.

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×