სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

      ციანიდის საქმეში მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გარკვევა „პრაიმტაიმმა" სახალხო დამცველთან სცადა, რომელმაც უშუალოდ შეისწავლა ეს საკითხი.

    რამდენად რეალურია დეკანოზის ოჯახის და ადვოკატების მიერ გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ საპატიმროში მყოფი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ურთულესია და მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირს?

    ამ კითხვაზე სახალხო დამცველმა კონკრეტული პასუხის გაცემა არ ისურვა, ვინაიდან, მისი თქმით, ამ ინფორმაციის გამჟღავნებით შესაძლოა მსჯავრებულის ინტერესები დააზიანოს.

    „ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია მისი მდგომარეობის შესახებ, ასევე ინფორმაცია არაერთი ექსპერტული დასკვნის თაობაზე. მათ შორის, ერთი დასკვნა ჩვენც გავაკეთეთ. ბოლო დასკვნა არის კონსილიუმის მიერ გაკეთებული. ყველა ეს დასკვნა შეიცავს ძალიან სენსიტიურ ინფორმაციას პირის ჯანმრთელობის შესახებ და მე მისი თანხმობის გარეშე ვერ ვისაუბრებ, რადგან ინფორმაციის გამჟღავენების შემთხვევაში შესაძლოა დავაზიანო მისი ინტერსები", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

    კითხვაზე - რამდენად რთულია დეკანოზის მდგომარეობა, სახალხო დამცველმა აღნიშნა:

    „ეს კითხეთ ადვოკატს და პენიტენციალურ სისტემას".

    წყარო: პრაიმტაიმი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×