რეზონანსი
19.09.2019

 

მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს" - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნას.

„გუშინ გაიმართა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო სივრცის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია.

2020 წლის სექტემბრიდან უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან.

განათლების - ეროვნული იდეს არსი სწორედ, იმაში მდგომარეობს რომ საქართველო იქცეს განათლების კერად რეგიონში და ამ მიზნის მისაღწევად მსგავსი მასშტაბის უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრებია საჭირო.

განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ითანამშრომლებს მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ცენტრებთან და ძირითადად მოამზადებს უმაღლესი კატეგორიის ინჟინრებს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ ქართუს ამ ისტორიული პროექტისთვის" - ნათქვამია მამუკა ბახტაძის განცხადებაში.

წყარო: პრაიმტაიმი

 

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×