სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

      გვაქვს ტენდენცია, რომ ხელით გასახვევი თამბაქოს მოხმარება გაიზარდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „თამბაქოს კონტროლის ალიანსის" ხელმძღვანელმა გიორგი ბახტურიძემ განუცხადა.

    მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ეხება სამეგრელოს, სამცხე-ჯავახეთს, შიდა ქართლისა და იმერეთის რეგიონებს, ასევე დედაქალაქ თბილისს.

    გიორგი ბახტურიძის ინფორმაციით, კვლევის: "გადასახადების გავლენა სიგარეტის უკანონო ვაჭრობაზე საქართველოში" მესამე ტალღის შედეგებით აღინიშნება, რომ ხელით გასახვევი თამბაქოს მოხმარება 5%-დან 22-23%-მდეა გაზრდილი.

    "იცით, რომ პარლამენტი განიხილავს ცვლილებების პროექტს, რომლის შესაბამისადაც ნედლეული მოხვდება დაბეგვრის ქვეშ, მანამდე ასე არ იყო. შესაბამისად, ამან წარმოქმნა პრობლემები. სავაჭრო ობიექტებში მოხვედრის შედეგად, უნდა გადახდილიყო 35 ლარი ვთქვათ 1 კილო გასახვევ თუთუნზე, მაგრამ ასე არ ხდებოდა და ნედლეული ექცეოდა ბაზარზე - გადასახადი არ იხდებოდა. შესაბამისად, ხელისუფლებამ საკმაოდ დაგვიანებით, მაგრამ როგორც იქნა, მიიღო ეს გადაწყვეტილება. პირველი მოსმენით უკვე ეს კანონპროექტი გავიდა და მოხდება მნიშვნელოვნად გაზრდა გადასახადის, რაც რა თქმა უნდა, შეამცირებს იმ მომენტს, რომ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტიდან ხელით გასახვევ თამბაქოზე, რომელიც ასევე ჯანმრთელობისთვის მომაკვდინებელია, არ მოხდეს მომხმარებლების გადადინება. ყველაზე დიდი საფრთხე, უკანონო ვაჭრობის თვალსაზრისით გვაქვს - აფხაზეთის ტერიტორიაზე... კიდევ ერთხელ ვამბობ, აფხაზურ აქციზიანი სიგარეტები საქართველოში არ უნდა იყიდებოდეს. ერთი მხრივ, ჩვენ ამით ვაძლიერებთ ე.წ. აფხაზურ მთავრობას, გადასახადი მათთან შედის. მეორე მხრივ, სამწუხაროა, რომ ჩვენს მოქალაქეებს თვითშეგნება არ აქვთ", - განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

    ამასთან, მისი თქმით, გაყალბებული სიგარეტი ქვეყანას სერიოზულ პრობლემას უქმნის.

    „ჩვენი ინფორმაციით, კონტრაბანდული ანუ გაყალბებული თამბაქოს ნაწარმი სახელად არის "მანჩესტერი", თურქეთში მზადდება, გემებით აფხაზეთის ტერიტორიაზე შემოდის, ხდება მისი აქციზით დაბეგვრა, შემდგომ უკვე შემოედინება ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე, რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით,"- განაცხადა გიორგი ბახტურიძემ.

    წყარო: ინტერპრესნიუსი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    Azrze modit   (19.09.2019)
    Gadaobt .gaizrdeba imitom ROM araaqvt ubralod sigaretic ROM iyidon.verasdros da veravin gadaachvevt sigaretze Yaris tqmas.nuamwarebt isedac gamwarebul xalxs.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×