სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

     (რეზონანსი)ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს და სასამართლოს 500 000 ლარს სთავაზობს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე განცხადა. მისივე თქმით, ბრალდებულს თავდებში, ნანუკა ჟორჟოლიანი, ინგა გრიგოლია და პაატა დავითაია უდგებიან.

    ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისს მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ირაკლი ოქრუაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.

    სხდომამდე საქალაქო სასამართლოს ეზოში აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეების განცხადებითაც, ოქრუაშვილი პოლიტპატიმარია. ცნობისთვის, „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 27 ივლისს შეუფარდა. გამოძიება ირაკლი ოქრუაშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც მასობრივი ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მონაწილეობას გულისხმობს.

    ოქრუაშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს, თუმცა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი, მისთვის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობის თაობაზე.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ქეთევანი   (19.09.2019)
    ინგა გრიგოლია და ნანუკა არაქალებო ვინ არის პოლიტპატიმარი,რაც მან საქართველოს წინაშე ჩაიდინა,რაც მან ფულები და წამებები ჩაიდინა,ეხლა კი ვინ ესრა და ვის ბრძანებას ასრულებდა სპეცრაზმი? არაქალებო თქვენ ჟურნალუსტები კი არა ქართველი ხალხის მტრები ხართ,მოვა დრო თქვენი გასამართლების და თქვენი ბოზობაც დასრულდება მაშინ,სიტყვა პოლიტპატიმარითუ იცი რას ნიშნავს,თუ იცი ვინ იყო პოლიტპატიმარი? მაგრამ თქვენთვის ფული არის ყველაფერი და არა ქართველი ხალხის აზრი,არაქალებო ჩაიგდეთ ენა დაელოდეთ თქვენი ბინძური საქმეების გამოძიებას,ინგა არაქალო შენ მარტო პატარკაციშვილის საქმეც გეყოფა ციხისთვის


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×