სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

     თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაშავდნენ. გზისპირა ზოლში გაჩერებულ საპატრულო პოლიციის მანქანას ავტომაგისტრალზე მოძრავი ტრაილერი შეეჯახა.

    თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ხაშური-აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ქარელის საავადმყოფოდან შსს-ს ვერტმფრენით თბილისში გადაიყვანეს. ვერტმფრენი ქარელში რამდენიმე წუთის წინ ჩაფრინდა.

    „გორმედის“ ქსელის, ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში, პაციენტი შემოიყვანეს კომატოზური მდგომარეობით. მას ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, მათ შორის მაღალტექნოლოგიური კვლევები, გაეწია პირველადი დახმარება და ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებების საფუძველზე მიღწეული სტაბილიზაციის შემდგომ, გადაწყდა შემდგომი მკურნალობისთვის მისი დედაქალაქში გადაყვანა. პაციენტის მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად მძიმეა“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ყაზაიშვილმა.

    (აიპიენი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×