სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

     (რეზონანსი)ვფიქრობ, რომ ირაკლი ოქრუაშვილის დაჭერა წმინდა სამართლებრივი გზებით არ გადაწყვეტილა. სხვა გარეშე ძალებიც იყო ჩარეული და ვფიქრობ, რომ ისინი სასამართლოზე დღესაც მოქმედებენ,- ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

    „რაც შეეხება გირაოს, ესეც ახალი და არსებითი გარემოებაა, როცა გირაოს ათმაგად ზრდი, გასაგებია, რომ გირაომ იმუშაოს და აღკვეთი ღონისძიების მიზნები შეასრულოს. თუმცა სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული ვიყავი, რომ 500 000 ლარი კი არა 5 მილიონი რომ შეგვეთავაზებინა, იგივე შედეგი იქნებოდა", - განაცხადა მამუკა ჭაბაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 20-21 ივნისის აქციის მოვლენებზეა დაკავებული მოსამართლემ დღეს, პატიმრობაში დატოვა.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×