სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

     (რეზონანსი)გადავწყვიტე, რომ სალომე ზურაბიშვილზე და მის ქმედებებზე კომენტარი არ გავაკეთო, ვისაც ამის დანახვა უნდა, ყველასთვის ყველაფერი თვალნათელი და გასაგებია", - ასე ეხმაურება „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის, ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟს.

    ნინო ბურჯანაძე განმარტავს, რომ როდესაც აზრი ჰქონდა შეფასებას, როდესაც საზოგადოებას გადაწყვეტილება უნდა მიეღო, როდესაც ხელისუფლებაც და მოსახლეობაც კარგად უნდა ჩამოყალიბებულიყო პრეზიდენტთან და მის პიროვნებასთან დაკავშირებით, მაშინ ის საკმაოდ ობიექტურად ამბობდა, იმას რაც იყო სათქმელი.

    „მაშინ არც ხელისუფლებამ და არც ხალხმა ჩემი შეფასებები ყურად არ იღო. ახლა დატკბით თქვენი პრეზიდენტით", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    ჟურნალისტების შეკითხვას, თუ რამდენად რეალურია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მმართველი გუნდის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკმაყოფილოა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ქმედებებით, ნინო ბურჯანაძე პასუხობს:

    „ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილს ქალბატონი სალომესათვის საპრეზიდენტო სავარძლის ყიდვა 200 მილიონი დაუჯდა. დანარჩენი თავად განსაჯეთ", - აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

    ნინო ბურჯანაძის კომენტარს „დემოკრატიული მოძრაობა" ავრცელებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×