რეზონანსი
19.09.2019

(რეზონანსი) თადარიგის პოლკოვნიკი, დოდო გუგეშაშვილი, ჟურნალისტ გიორგი კალანდიას წინააღმდეგ სასამართლოს მიმართავს. ამის შესახებ გუგეშაშვილმა მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"8 სექტემბერს საღამოს ეთერში გადაიცა გიორგი კალანდიას ე.წ. დოკუმენტური ფილმი "დახვრეტილი საქართველო". ვსაუბრობ, "მხედრიონის" სახელით, ჩვენ ვალდებულები ვართ, პასუხი გავცეთ ამ პასკვილს, ცილისწამებას, რომელზეც იყო აგებული ეს ე.წ. დოკუმენტური ფილმი. ფილმი ეხება ძალინ მძიმე, სამოქალაქო ომის ავბედით ისტორიას, 2 თებერვლის მიტინგის დახვრეტას. ფილმში მეორე მხარის ჩართულობის გარეშე, მტკიცებით ფორმაში ავტორი საუბრობს იმაზე, რომ მიტინგი დაიხვრიტა მხედრიონელების მიერ. ფილმი-ცილისწამება ხელს უწყობს იმ მოუშუშებელი იარების გაღრმავებას, რაც სამოქალაქო ომს ახლავს თან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, ეს მიტინგი არანაირი კავშირში არ იყო მხედრიონთან. არც ერთი ადამიანი, ვისი სახეებიც აჩვენეს, რომლებსაც ხელში იარაღი ეჭირათ და ისროდნენ, არ იყო მხედრიონელი. საქართველოში ტენდენციად დამკვდრდა , რომ ყველა უბედურება უნდა დააბრალონ "მხედრიონს".

ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ ვამხილოთ ბატონი კალანდია, რომელიც სიცრუეს ამტკიცებს. მივმართავთ უფლებადამცველ ორგანიზაციებს. ასევე გადავწყვიტეთ ავიყვანოთ ადვოკატი, სასამართლოს მივმართოთ, სადაც ბატონი კალანდია ვალდებული გახდება დაამტკიცოს ის, რაზეც ააგო ფილმი"- განაცხადა გუგეშაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×