სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

    (რეზონანსი) საბავშვო პორნოგრაფიის სკანდალური საქმე - არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული 11 პირიდან 3 ერთი ოჯახის წევრია.

    სოფელ ზევღულეთში ამბობენ, რომ სპეცოპერაცია გორის პარალელურად, ლანჩხუთშიც ჩატარდა. რაც შეეხება ინგლისურის ყოფილ მასწავლებელს, არსებული ინფორმაციით, ამერიკის მოქალაქე პირადად უღებდა არასრულწლოვან გოგონებს ინტიმური ხასიათის ფოტოებს.

    დაკავებული დების მამა, გია ქუთარიშვილი საგანგაშოს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ მის შვილიშვილს საცურაო კოსტიუმში გადაუღეს ფოტოები.

    "არანაირი პორნოგრაფია... ჩვეულებრივი სურათებია. ბავშვს რომ ბიკინებით გადაუღონ, რა მოხდა, რა არის?! შიშველ ფოტოებს ჩემი შვილი არ დაუშვებდა"- განუცხადა "მთავარს" გია ქუთარიშვილმა, რომელიც დაადასტურა, რომ მის 8 და11 წლის შვილიშვილებს ფოტოებს უღებდნენ.

    "იქ არანაირი პორნოგრაფი არ იყო, ვის რაში აწყობს ჩემი შვილების გაუბედურება არ ვიცი"- ამბობს დაზარალებული ბავშვების ბაბუა.

    შსს-მ არასრულწლოვნების პორნოგრაფიული მასალების დამზადების სქემა და დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი გამოავლინა, რომელთა შორის ბავშვების მშობლებიც არიან.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×