სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.09.2019

     (რეზონანსი) ქარელთან, დაბა აგარასთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული პატრულის თანამშრომელი, ღუდუშაურის კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, მარინე გელანტიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაშავებულს დაზიანებები ძირითადად თავის არეში აქვს, რის გამოც ნეიროქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური.

    "პაციენტის მდგომარეობა ადგილზეც და გადმოყვანის შემდგომაც შეფასდა და გამოკვლევების შემდგომ საჭირო გახდა ნეიროქირურგიული ოპერაციის ჩატარება, რაც ჩატარდა კიდეც, მიუხედავად სირთულისა. პაციენტი გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. დაზიანებები ამ დროისთვის გამოიხატა ძირითადად თავის არეში - ქალა-ტვინის დახურული ტრავმა - რის გამოც ჩაუტარდა ოპერაცია და მიმდინარეობა ინტენსიური მონიტორინგი. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური. ის მართვით სუნთქვაზეა", - განაცხადა მარინე გელანტიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×