რეზონანსი
19.09.2019

(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული შვიდი პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, დაკავებულების ახლობლები და მეზობლები იმყოფებიან.

მათი განცხადებით, არასრულწლოვნების მშობლებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რა მიზნით უღებდნენ მათ შვილებს ფოტო-ვიდეო მასალას. ერთ-ერთი დაკავებულის ახლობლის თქმით, ბავშვებს ფოტოებს "ფეისბუქისთვის" უღებდნენ, თუმცა მას აღნიშნული ფოტომასალა სოციალურ ქსელში არ უნახავს.

"ფული და ასეთი რაღაცა არსად ყოფილა. თუ დაფიქსირდება, რომ ჩემი და და ჩემი სიძე შედიოდნენ და ფულს იღებდნენ ან რამე - გაიყვანონ და დახოცონ!",-აცხადებს ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×