სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში არასრულწლოვანმა სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. 14 წლის მოზარდი საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში გარდაცვლილი, ოჯახის წევრებმა იპოვეს. მოზარდის დედა საბერძნეთში სამუშაოდ ახალი წასული იყო. გარდაცვლილი მამასთან, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა.  გარდაცვლილი მოზარდი ჭოგნარის ბადრი ბასილაძის სახელობის საჯარო სკოლაში სწავლობდა. როგორც “კვირას” სკოლის დირექტორმა, ამირან ელიავამ განუცხადა, ბავშვი სანიმუშო მოსწავლე იყო.

    “საუკეთესო ბავშვი იყო, დედა ახალი წასულია არის საბერძნეთს. მოზარდი მამასთან , ბებიასთან და ბაბუასთან ერთად ცხოვრობდა. კარგი ბირობები ჰქონდათ. თვითონ გარდაცვლილი,  ბეჯითი და კარგი ბავშვი იყო. გარდაცვალების მიზეზი არ ვიცი. გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ამირან ელიავამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×