სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი)რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეც მივიდა. როგორც მან „მთავარ არხთან" საუბარში განაცხადა, 20 ივნისს გაჩენილი მუხტი არ გაქრება და მთელ საქართველოში გავრცელდება.

    „20 ივნისი პირადად ჩემთვის იყო ბოლო წვეთი და მე გამოვედი სწორედ ამ ფაქტის გამო. თავისუფლების გარეშე არც ბიზნესმენი ვარგა, არც ინჟინერი, არც მეეზოვე და არც ნებისმიერი ქართველი, იმიტომ რომ ჩვენი ქვეყნის იდეა უნდა იყოს გაერთიანება, რომელიც შეუძლებელია თავისუფალი ადამიანების გარეშე. აღარ აქვს მნიშვნელობა, რომელი პარტიების წარმომადგენლები არიან აქ შეკრებილები. ეს შეუქცევადი პროცესია. არჩევნებამდე დარჩა ერთი წელის და ამ არჩევნებზე ჩვენ ეს ხელისუფლება უნდა გავისტუმროთ. ბიძინა ივანიშვილი და ყველა მისი დამქაში, ყველა მისი მოახლე, კბილის ექიმი, დაცვის უფროსი, რომლებიც მან დაუმსახურებლად თავზე დაგვასვა. ეს გზა ფეოდალური ქვეყნისკენ მიდის და ქართველი ამას ვერ მოითმენს", - განაცხადა ხაზარაძემ.

    პრეზიდენტის რეზიდენციასთან და პარლამენტის შენობასთან მოძრაობა „სირცხვილიას" საპროტესტო აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ" მიმდინარეობს, რომელშიც ახალგაზრდები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მონაწილეობენ.

    ათონელის ქუჩაზე შეკრებილები სალომე ზურაბიშვილს მკვლელობის მუხლით გასამართლებული მსჯავრდებულების შეწყალებასთან დაკავშირებით აკრიტიკებენ. საუბარია 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის, 2004 წელს დავით ოთხმეზურის მკვლელობისა და 1994 წელს გიორგი ქოიავას მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალებაზე.

    პრეზიდენტმა პატიმრების შეწყალებაზე 18 სექტემბერს მორატორიუმი გამოაცხადა. პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა საქმეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას 19 სექტემბერს „ევროპულმა საქართველომ" მიმართა. პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალების საქმეებზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო.

    რაც შეეხება პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებს, ის მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისს პარლამენტთან რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრ სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე ხილვა მშვიდობიანი აქციით გააპროტესტეს. თუმცა შემდეგ, მომიტინგეების ნაწილმა შენობაში შეჭრა შტურმით სცადა, სპეცრაზმმა კი აქციის დაშლა დაიწყო. შედეგად, საავადმყოფოში გადაიყვანეს 240 ადამიანი, მათგან 80 სამართალდამცველი, 4 ადამიანს თვალი დაუზიანდა, ერთმა მოქალაქემ და ერთმა სამართალდამცველმა კი თვალი დაკარგა.

    20-21 ივნისის აქციების საქმის გამოძიების დასრულებამდე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსს უფლებამოსილება შეუჩერდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×