სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი)„21 წლის გოგო, რომელიც ღიმილით სიცოცხლით და ბედნიერებით გავსებს, დღეს ლეიკემიას ებრძვის", - ხატია პარუნაშვილის მდგომარეობის შესახებ „პრაიმტაიმს" მისმა მეგობარმა მისწერა.

    „ღიმილიანი და ბედნიერი სახით ჩააბარა უნივერსიტეტში, უფასოდ სწავლის პარალელურად კი მუშაობა დაიწყო მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახს საშუალება არ ჰქონდა გოგონას დახმარებოდა. პირიქით, დედას იმდენად გვერდში ედგა, ყველანაირად ცდილობდა საცხოვრებლად საჭირო ელემენტარული წვრილმანებით დახმარებოდა და დედა გაებედნიერებინა.

    გინახავთ ადამიანი რომელიც ვერავისზე ბრაზდება? მე მინახავს!!

    გინახავთ ადამიანი, რომელიც ყოველთვის მზად არის თვითონ სულ ყველაფერზე თქვას უარი ოღონდ ვინმე გაახაროს და გააბედნიეროს? მე მინახავს!!

    მე მინახავს ადამიანი რომელიც თავისი სიკარგით ადამიანებს ღიმილიან დღეებს ჩუქნიდა!! მე მინახავს ადამიანი, რომელიც ყოველთვის სხვაზე ზრუნავდა!!

    კი, ეს ზუსტად ის გოგონაა, რომელსაც ახლა ჩემი, შენი, ჩვენი ერთად დგომა სჭირდება და რომლისთვის სულ მცირედი, რომელიც შენ რომ გგონია არაფერს ნიშნავს, ყოველი ერთი გაღიმების ტოლფასია. და შენ, კეთილო ადამიანო, თუ ოდესმე შენ გარშემოც გყოლია ისეთი ადამიანი, რომელიც საკუთარი ცხოვრების მიზნად ღიმილს, ბედნიერებას და უამრავ ფერად დღეს ირჩევს და ამას მხოლოდ სხვისი ბედნიერებით იღებს, მაშინ აუცილებლად მიხვდები, რამდენად ბევრს ნიშნავს მისთვის შენი მხარში დგომა.

    მეგობრებო, დღეს მას სჭირდება ჩვენგან მომავლის ფერადი დღეების ჩუქება და თუ შენ, როგორც ერთ ჩემიანს შეგიძლია მცირედით მისცე შანსი ამ ფერადი მომავლის ხილვის, გთხოვ დაეხმარო. წინასწარ

    უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს.

    მჯერა სიკეთის არსებობის, მჯერა თქვენი და მჯერა უფლის, რომელიც არ მიატოვებს ჩემს ხატიას", - წერს გოგონას მეგობარი.

    ხატია პარუნაშვილს მკურნალობისთვის 72 ათასი დოლარი სჭირდება, რის საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ამის გამო, გაიხსნა ანგარიში:

    საქართველოს ბანკი -ანგარიშის ნომერი GE34BG0000000161580664GEL , თიბისი ბანკი- ანგარიშის ნომერი GE31TB7146945061100061 მიმღები მარიამ პარუნაშვილი, პირადი ნომერი 03001021441

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×