სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.09.2019

     (რეზონანსი)თქვენ ასრულებთ ცალფეხა პოლიტიკას, რომელიც შედეგს ვერ მოგვიტანს, - ამ სიტყვებით „პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მიმართა, სადაც მინისტრის საათის ფორმატში ქეთევან ციხელაშვილს უსმენდნენ. ადა მარშანიამ ფრაქციების ფორმატში გამოსვლისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. მისივე თქმით, საქართველოს სხვა გზა არ აქვს.

    „ჟენევაში არანაირი პოზიტივი არ მოხდება, თუ არ დავიწყებთ ფართომაშტაბიან, უმძიმეს, მაგრამ აუცილებელ საუბრისთვის მზადება რუსეთის ფედერაციასთან, აფხაზეთში ფუნდამენტალური უფლებები ირღვევა. უცნობილესი და უძლიერესი საერთაშორისო ორგანიზაციები ამას ვერაფერს ვერ უშვრებიან, ეს არის ფაქტი, მიხარია ეს მე? ვერაფერს ვერ შვებიან... რა ვქნათ ახლა ჩვენ? დაველოდოთ, როდის დაჭკვიანდება რუსეთი? ერთის მხრივ, საერთაშორისო ორგანიზაციები ვერაფერს აკეთებენ, მეორე მხრივ, რუსეთი არის მატყუარა, რუსეთი არის ოკუპანტი. მე ირონიით არ ვამბობ ამას, რუსეთი არის ვერაგი. და რა ვქნათ, ახლა ჩვენ, ვის დაველოდოთ, რას დაველოდოთ? საქმე იმაშია, რომ ჩვენ ჩვენი თავის იმედი არ გვაქვს. ჩვენს სანუკვარ მიზანს მივაღწევთ მხოლოდ განვითარებით, და პლუს დიალოგით, დიალოგით ყველასთან, მათ შორის და უპირველეს ყოვლისა აი, ასეთ მეზობელ ქვეყანასთან. თქვენ ასრულებთ ცალფეხა პოლიტიკას, რომელიც შედეგს ვერ მოგვიტანს. ჟენევაში არანაირი პოზიტივი არ მოხდება, თუ არ დავიწყეთ მზადება ფართომაშტაბიან, უმძიმეს, მაგრამ აუცილებელ საუბრისთვის რუსეთის ფედერაციასთან. ამას სერიოზული მომზადება უნდა, ეს იქნება ხანგრძლივი საუბარი, მაგრამ უნდა დავიწყოთ, სხვა გზა არ გვაქვს," - განაცხადა ადა მარშანიამ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (21.09.2019)
    დიდად პატივცემულო, ქალბატონო ადა! რატომ მოითხოვთ ასე მწვავედ რუსეთთან დიალოგს? მას არ გამოუთქვამს ამის არც სურვილი, არც პატივისცემა ჩვენი ტკივილებისადმი, არც მხარდაჭერა საქართველოსადმი სადმე, ან თავის ქვეყანაში ან საერთაშორისო არენაზე, ან ანსაბლეებზე, ან შეკრებებზე. რაიმე ხელშესახები გზავნილი რუსეთს არსად გაუჟღერებია, არც მინიშნებით გამოუხატავს ს ი მ პ ა ტ ი ა, ან დანაშაულის გრძნობისმაგვარი მ ო ნ ა ნ ი ე ბ ა! რას მოელით მასთან ლაპარაკით? ოდესმე მას ვინმესთვის რამე დაუთმია მოლაპარაკებებით? იაპონიამ ვერ დაიბრუნა მისი 5 კუნძულიდან ვერცერთი--ჩვენ დაგვითმობს იგი მისთვის ასე საინტერესო სტრატეგიულ ობიექტებს? დ ა ც ი ნ ვ ა უნდა მას ჩვენი და მსოფლიოს თვალში თავისი თავის გ ა კ ე თ ი ლ შ ო ბ ი ლ ე ბ ა, რატომ უნდა შევუწყოთ ამაში მას ჩვენ ხელი? წინასწარ რომ იცი---უშედეგო იქნება ს ა უ ბ ა რ ი -- რატომ უნდა ჩაება მასში? ხალხმრავალ მიტინგებს რომ ატარებთ და იქ მსმენელებს ა ტ ყ უ ე ბ თ მიუმხრობლობაა გამოსავალიო---1918-21 წლების გამოცდილებას რატომ ივიწყებთ? მის მერე გაკეთილშობილდა რუსეთი და ნეიტრალურ საქართველოს თავზე ხელს გადაუსვამს? ს ა ა კ ა შ ვ ი ლ მა ჩაატარა ექსპერიმენტი, ენდო რუსის გენერლებს, ვნახეთ მ წ ა რ ე შედეგი! ახლა თქვენი ექსპერიმენტიღა გვაკლია! იგრძენით პ ა ს უ ხ ი ს მ გ ე ბ ლ ო ბ ა, ნუ ათაყვანებთ იმ მიტინგებზე დამსწრე მიამიტ ხალხს, წყლის ნაყვაა რუსეთთან დიალოგი! იცით ეს, მაგრამ მაინც თუ ცდით-- შედეგად, რუსეთი ისევ საქართველოს დააბრალებს თავის ავკაცობას, თავს უსინდისოდ გაიმართლებს და მისგან ჩადენილი დანაშაულის სიმკვეთრეს გააფერმკრთალებს. ეს უნდა მას, და ამაში ხელი არ უნდა შეუწყოთ! ამისთვის იხდის ფულებსაც იმ მიტინგების ორგანიზებისთვის. ვინ გაფინანსებთ თქვენ? საიდან ასეთი მ ა ს შ ტ ა ბ ი?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×