რეზონანსი
21.09.2019

 რუსთავში, შარტავას გამზირზე მოსწავლე უგონო მდგომარეობაში ნახეს. 15 წლის ბიჭი დილით სკოლაში უნდა წასულიყო თუმცა მან მოულოდნელად გონება დაკარგა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცენტრალურ საავადმყოფოს ემერჯენსის მორიგე ექიმმა სულხან სამხარაძემ "ინფო რუსთავთან" განაცხადა, რომ მოზარდს მარიხუანა ჰქონდა მოხმარებული, რის გამოც გონება დაკარგა.

ამ დროისთვის ბიჭის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

რუსთავის #21 საჯარო სკოლის დირექტორი ნინო გავაშელი აცხადებს, რომ მოსწავლე სკოლაში არ მისულა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×