რეზონანსი
21.09.2019

 დეპუტატი შოთა შალელაშვილი, პარლამენტს სკანდალური ფაქტების გამო ტოვებს. დეპუტატის მხრიდან მანდატის დატოვების მიზეზი გუნდის წევრებს შორის არსებული დაპირისპირება და შანტაჟია.

როგორც, “20202NEWS“-ს ინფორმირებულმა წყარომ უთხრა, მას სამტრედიის დეპუტატი გრიგოლ მიქელაძე აშანტაჟებდა. საქმე ფულს ეხება. “შოთა შალელაშვილი იძულებული გახდა პარლამენტი დაეტოვებინა“, - განაცხადა წყარომ. თავად შოთა შალელაშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება.

“20202NEWS“ ცდილობდა გრიგოლ მიქელაძესთან დაკავშირებას, მაგრამ ამ დროისთვის დეპუტატი სააგენტოსთან კონტაქტზე არ გამოდის. ქართული ოცნების" წევრმა შოთა შალელაშვილმა კი, შესაბამისი განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს უკვე მიმართა.

დეპუტატის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შოთა შალელაშვილს ოფიციალური განმარტება ჯერ არ გაუკეთებია. შალელაშვილი ფრაქცია "მრეწველების" წევრი იყო, რომელიც მან მიმდინარე წლის მარტში დატოვა და ფრაქცია "ქართულ ოცნებაში" გადავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×