სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.09.2019

      ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, სოფელ განძაში მცხოვრებ ე.კ-ს საღამოს ტბაში მდებარე კუნძულის ყალბი დოკუმენტის გამოყენებით დარეგისტრირებას ედავებიან. ახალციხის სასამართლოში სხდომა პირველ ოქტომბერსაა ჩანიშნული.

    საღამოს ტბის კუნძულის პირველი მესაკუთრე, 1951 წელს დაბადებული ე. კ-ია. მან ტბაში მდებარე 1 807 კვ.მ. ფართობი 2012 წლის 19 დეკემბერს დაირეგისტრირა. 26 დეკემბერს კი, ნასყიდობის ხელშეკრულებით, საჯარო რეესტრმა კუნძული ვ. წ-ს დაურეგისტრირა, რომელიც ასევე სოფელ განძაში ცხოვრობს.

    საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებით და მათი გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ე.კ პასუხისგებაში მისცა.

    მიწის ნაკვეთი დღეის მდგომარეობით დაყადაღებულია.

    წყარო: სამხრეთის კარიბჭე

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×