რეზონანსი
21.09.2019

  თბილისში, თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. როგორც "ნიუპოსტს" უთხრეს, დაჭრას წინგარჩევა, ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა.

თვითმხილველთა თქმით, დაჭრაში ბრალდებულმა მიმალვა მოახერხა. დაჭრილი მამაკაცი კი კლინიკა "იმედის" მიმდებარედ გამვლელებმა იპოვეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

დაშავებული კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევა გუშინ, გვიან მოხდა. ადგილობრივების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. პოლიციამ სათვალთავალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.

როგორც "ნიუპოსტს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

წყარო: ნიუპოსტი

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×