სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.09.2019

      ბათუმის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული ხუთივე პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

    გამომცემლობა "ბათუმელების" დირექტორის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრებს, თითოეულს 25 ათას ლარის გადახდა მოუწევთ.

    პროკურატურა მათ წინასწარ პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა.

    მზია ამაღლობელი ოჯახის წევრების დაკავებას მედია საქმიანობას უკავშირებს.

    გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები სამართალდამცავს, როინ კოჩალიძეს თავს დესხნენ.

    დაკავებულების თქმით კი სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა პოლიციელმა მათ აგინა იარაღი მიაბჯინა, რასაც დაპირიპირება მოჰყვა.

    "სპეცოპერაცია შეურაცხმყოფელ გარემოებაში ჩაატარეს. ადამიანებს სამსახურებში მიაკითხეს, ერთ ერთი მათგანი დააკავეს მცირეწლოვან შვილის თანდასწრებით, როცა მას ბავშვი ბაღში მიყავდა. ჩვენთვის, როგორც მედიაგამოცემისთვის არასასიამოვნო ფაქტობრივი გარემოება იყო ის რომ შევიდნენ ჩვენი დირექტორის სახლში და ამის განჩინება გააჩნდათ. ეს ჩვენთვის გარკვეული მესიჯი იყო"- ამბობს "ბათუმელების" მთავარი რედაქტორი ეთერ თურაძე.

    წყარო: ნიუპოსტი

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×