რეზონანსი
21.09.2019

  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბიტურიენტები, რომლებმაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსვლა და გამოცდებში მონაწილეობა მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ შეძლეს, სასურველ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე გამოცდების გარეშე ჩაირიცხებიან. „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" ცვლილების ავტორი განათლების სამინისტროა, ინიციატორი - საქართველოს მთავრობა.

საქართველოს მთავრობა აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს, რათა სტუდენტთა ჩარიცხვა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყებამდე მოხდეს.

სახელმწიფოს ეს ინიციატივა შეეხება ყველა იმ აბიტურიენტს, ვინც გამოცდაზე დარეგისტრირდა და გამოხატა სურვილი, სწავლა გაეგრძელებინა, მაგრამ სრულად ან ნაწილობრივ შეეზღუდა ეს უფლება, მიუხედავად მათი ამა თუ იმ გამოცდაზე მიღებული შედეგისა.

გარდა ამისა, აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო სტუდენტის სწავლის დაფინანსებას სახელმწიფო სასწავლო/სამაგისტრო გრანტის მაქსიმალური ოდენობით სრულად განახორციელებს.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, გამოცდებზე სულ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხორები 201 აბიტურიენტი დარეგისტრირდა. კანონპროექტის მიღების შემდეგ, საპროგნოზო ხარჯი 452.2 ათასი ლარი იქნება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები ბიუროს 23 სექტემბრის სხდომაზე წარედგინება.

წყარო: რადიო ფორტუნა

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×