სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.09.2019

     (რეზონანსი) ერევნის ერთ-ერთმა სასამართლომ გირაოთი გათავისუფლებაზე უარი უთხრა ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს, რომელსაც ბრალად ედება საკონსტიტუციო წესრიგის დამხობა.

    სასამართლოს 20 სექტემბრის გადაწყვეტილებას სამი დღით უსწრებდა წინ მოსამართლის მხრიდან ქოჩარიანის ადვოკატების შუამდგომლობის უარყოფა, მისი წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ. ადვოკატების შუამდგომლობა ეფუძნებოდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 4 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელმაც არაკონსტიტუციურად მიიჩნია მუხლი, რომლითაც სამართალდამცველებმა ისარგებლეს 65 წლის ექსპრეზიდენტის დასაკავებლად და გასასამართლებლად. ქოჩარიანის დაცვის გუნდს უკვე გასაჩივრებული აქვს 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, და კიდევ 10 დღე აქვს საიმისოდ, რომ სასამართლოს ეს უკანასკნელი გადაწყვეტილებაც გაასაჩივროს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×