სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     თბილისში, დიდ დიღომში, თამარ მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. დაჭრას წინ გარჩევა, ჩხუბი და დაპირისპირება უძღოდა. თვითმხილველთა თქმით, დაჭრაში ეჭვმიტანილმა მიმალვა მოახერხა. დაჭრილი მამაკაცი კი კლინიკა “იმედის” მიმდებარედ გამვლელებმა იპოვეს და საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

    დაშავებული კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა 20 სექტემბერს, გვიან მოხდა. ადგილობრივების თქმით, საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე გაგრძელდა. პოლიციამ სათვალთავალო კამერების ჩანაწერები ამოიღო.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×