სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     სოფელ ჭოგნარში 14 წლის მოზარდს გლოვობვენ, რომელმაც სავარაუდოდ თანატოლების ბულინგს ვერ გაუძლო და თავი ჩამოიხრჩო. შემზარავ ტრაგედიას ლუკა ბასილაძის დეიდა, ლია ადამაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და საზოგადოებას მიმართავს:

    "ასწავლეთ, სიყვარული ასწავლეთ შვილებს! პატარაობიდან ჩაუნერგეთ, ჩასძახეთ სითბო-სიყვარული და აუცილებლათ ამოგძახებთ!

    გაზარდეთ სიყვარულით ბავშვები, მეგობრები, ახლობლები, მტერი, მოყვარე სიყვარულში ამყოფეთ, რომ სიყვარულივე გასცენ და ისწავლონ!

    ისწავლონ, რომ წაქეზებას, გახელებას, მითითებას, ბრძანებას, სიძულვილს, ბოროტებასა და უსიყვარულობას ცუდ გზამდე მიჰყავთ ადამიანები! მოზარდები! მოხუცები!!!

    ვეღარ ვუძლებ!! ყველგან შენ ხარ, დეიდას ბიჭო!!! ყველგან შენ!!! აღარაფერი მინდა, არც აქ შემოსვლა!!! ადგილი არაა ისეთი, სადაც მე უშენოდ შევძლებ სუნთქვას!!!”, - წერს გარდაცვლილი მოზარდის დეიდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×