სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     (რეზონანსი) კობა სუბელიანი, რომელიც ამჟამად ნიუ-იორკში ცხოვრობს, „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირის, ზურაბ ადეიშვილის შესახებ ქორწილის კურიოზულ ისტორიას იხსენებს.

    „ვალერა ცერცვაძემ დამპატიჟა ქორწილში და ადეიშვილის გვერდზე გამამწესა რატომღაც. ვზივარ ლუკმა არ გადამდის. თან შიგადაშიგ ზურა რაღაცეებს მეკაიფება - ჰა, ასფალტს როგორ იპარავთ ახლა და ეგეთებს მეუბნება სიცილ სიცილით. კი ვიცი რო ხუმრობს მარა მაინც რა იცი რა ხდება. ხო და უცებ აჭარული შემოსცხეს და ვიღაცა მკლავებგაშლილი ტიპი საეჭვო ტრაექტორიით წამოვიდა ჩვენსკენ ცეკვაცეკვით. ზურას გულმა უგრძნო რომ მის გამოცეკვებას აპირებდა თუ რა იყო არ ვიცი, მომიცუცქდა და ყურში მეუბნება - იმან თუ გამომიცეკვოს შენ ეცეკვე ჩემ მაგივრად და თუ რამე გაქვს მოპარული ყველაფერს გაპატიებო. ზურა ცეკვა არ ვიცი რანაირად ვიცეკვო მეთქი. (მართლა არ ვიცი) კი მარა მართლა არაფერი მოგიპარიაო ?

    არ ვიცი ცეკვა ზურა სერიოზულად გეუბნები მეთქი. აბა რო მღერიხარო?! (ჯერ ერთი რას ვმღერი, მარა მაინც) მერე რა, სად ცეკვა და სად სიმღერა - ახსნა დავუწყე რა შუაშია, ცეკვა სიმღერას რა საერთო აქვს ერთმანეთთან მეთქი. აუ ჩემი, ეს მართლა სვანიაო ჩაილაპარაკა. სანამ ჩვენ ამ გარჩევებში ვიყავით კი უსვა იმ მოცეკვავემ ერთიდაიგივე ადგილას ფეხი ჰაერში გაჩერებული და ერთადგილას გამოკიდებული ,,ვერტალიოტივით" გადაალაპლაპა პარკეტი. რო გადაეწურა იმედი გაგვცილდა ცეკვაცეკვით და გაწბილებული სახით ეგ იყო ბოლო და უკანასკნელი ქორწილი ადეიშვილის ცხოვრებაში. ისე შეძულდა დაპატიჟებას თუ ვინმე გაუბედავდა იჭერდა. p.s მართლა არ გეგონით" - წერს კობა სუბელიანი ფეისბუქის გვერდზე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×