სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.09.2019

     (რეზონანსი) რუსეთი შესაძლოა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან. მიზეზი მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემების გაყალბებაა, რომელიც რუსეთმა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) ბოლო 18 თვის განმავლობაში გადაუგზავნა.

    გავრცელებული ინფორმაციით, ამ გზით, რუსული მხარე დოპინგის სისტემატური გამოყენების დამალვას ცდილობდა.

    გამოძიების შედეგებს WADA ტოკიოში 23 სექტემბერს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გამოაქვეყნებს და რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოსთვის აკრედიტაციის შეჩერებაზეც იმსჯელებს.

    ივლისში WADA-მ შეისწავლა მოსკოვის ანტიდოპინგური ლაბორატორიის მონაცემთა ბაზა და შეადგინა 298 სპორტსმენის სია, რომლებიც ანტიდოპინგური წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილები. სპორტსმენების სახელები უცნობია.

    ლაბორატორიის მონაცემთა WADA-ში გაგზავნა რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს სტატუსის შენარჩუნების ერთ-ერთი პირობა იყო. რუსეთის ანტიდოპინგური სააგენტოს აკრედიტაცია 2018 წლის სექტემბერში აღუდგა.

    შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე (რიო-დე-ჟანეირო) ანტიდოპინგური სკანდალის გამო რუსეთის ნაკრების მძლეოსანთა ნაკრები არ დაუშვეს, ხოლო 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე (ფიონგჩანგი) რუსეთის ნაკრები საერთოდ მოიხსნა და რუსი სპორტსმენები ნეიტრალური დროშის ქვეშ გამოდიოდნენ.

    ნიუპოსტი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×