რეზონანსი
22.09.2019

 (რეზონანსი) ხელვაჩაურში, სოფელ ახალშენში, ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს დაეცა. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, გაზის მილი და ჩაკეტილია ცენტრალური გზა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. წაქცეულმა ხემ ასევე დააზიანა საცხოვრებელი სახლის სახურავი, კედლები და რამდენიმე ოთახი. სახლის მეპატრონე დახმარებას ითხოვს.

თამაზ ბედინაძის განცხადებით, 10 წლის წინ მან ხის მოჭრა მოითხოვა, რადგან ის სახლს საფრთხეს უქმნიდა, თუმცა მოჭრის ნებართვა არ მისცეს, ასევე ერთ-ერთი მეზობელი იყო წინააღმდეგი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×